ვინ არის შალვა პაპუაშვილის ცოლი და რა ქონება აქვს მათ ოჯახს

ვინ არის შალვა პაპუაშვილის ცოლი და რა ქონება აქვს მათ ოჯახს45 წლის შალვა პაპუაშვილს ჰყავს 34 წლის მეუღლე გვანცა სუთიძე და ქალიშვილი, ელენე პაპუაშვილი, რომელიც დღეს 9 წლის გახდა.

გვანცა საკმაოდ წარმატებული ქალია და მეუღლესთან ერთად საკუთარი ბიზნესიც აქვს. ცოლ-ქმარი თანაბრად იყოფს შპს „გზირიანის მარანის“ წილებს. გარდა ამისა, გვანცა საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვანი სპეციალისტია.

შალვა პაპუაშვილის მეუღლის საკუთრებაშია 2008 წელს 30.000 ლარად შეძენილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში პაატა სააკაძის ქუჩაზე და იმავე მისამართზეა სუთიძის 100%-იან მფლობელობაში 2008 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი. მის საკუთრებაშია ამბროლაურის სოფელ კაჩაეთში მდებარე 750 კვ.მ ფართის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას 2020 წელს აჩუქეს.

შალვა პაპუაშვილი ფლობს 2004 წელს შეძენილ 10.000 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-ს, რომელიც მდებარეობს სიღნაღის სოფელ ვაქირში.

ის ფლობს 2018 წელს 2.500 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს სოფელ ტიბაანში, რომლის 50% -იანი წილი ეკუთვნის ბერდია ბერიძეს. პოლიტიკოსის მფლობელობაშია 2018 წელს .2000 ლარად შესყიდული მეორე მიწის ნაკვეთი,  1720 კვ.მ., რომლის 50% -იანი წილი ეკუთვნის ასევე ბერდია ბერიძეს. პოლიტიკოსს სიღნაღის სოფელ ვაქირში 2020 წელს 1 ლარად შეძენილი აქვს 100.001 კვ.მ ფართის ნაკვეთი, რომელიც 2011 წლიდან იყო ფაქტობრივ თანასაკუთრებაში.

2020 წელს პაპუაშვილმა სოფელ ვაქირში მდებარე მიწის ნაკვეთის კუთვნილი წილი გამიჯნა და 1 ლარად შეიძინა, რომლის 50 %-იანი წილის მფლობელია ზურაბ პაპუაშვილი.

აქვე, პაპუაშვილს 2004 წელს მემკვიდრეობით ერგო სოფელ ვაქირში მდებარე 9.999 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის 50% -ის თანამფლობელია ზურაბ პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის საკუთრებაშია 2015 წელს .2500 დოლარად შეძენილი ავტოფარეხი და 114,6 კვ.მ ფართის 68.640 დოლარად შეძენილი ბინა, რომელიც მდებარეობს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე.

პოლიტიკოსს ჰყავს 2008 წელს 20.000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომობილი Hyundai Tucson და 2012 წელს 12.000 დოლარად ნაყიდი Nissan Xterra.

პაპუაშვილის 50%-იან მფლობელობაშია შპს “ბერმუხაც“.

რაც შეეხება საჩუქრების სახით მიღებულ შემოსავლებს, პოლიტიკოსის მეუღლეს ბებიისგან ერგო მიწის ნაკვეთი სახლით, რომლის საბაზრო ღირებულება 65.000 ლარია. თავად შალვა პაპუაშვილს კი მშობლებმა აჩუქეს 17. 000 დოლარი სესხის დასაფარად.

შალვა პაპუაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის გზით ჯამში მიიღო 7.790 ლარი.

პრაიმ ტაიმი