ზაზარაშვილის დედა, ალექსანდრეს გარდა, 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის

ზაზარაშვილის დედა, ალექსანდრეს გარდა, 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდისალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლმა დღეს დილას ამერიკული ნიჭიერი მოიგო.

მომ­ღერ­ლის დედა გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი ფი­ნა­ლის დღეს ამბებს შვილ­ზე და ოჯახ­ზე ესაუბრა.

– ქალ­ბა­ტო­ნო გუ­ლი­კო, რო­გო­რი ბი­ჭია ალექ­სან­დრე, რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეთ მას­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი…

– ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ სო­ფელ რუ­ის­ში, ჩემს ოთხ შვი­ლო­ბილ­თან და ჩემს უფ­როს გო­გო­ნა ნა­ი­კოს­თან ერ­თად. ალექ­სან­დრე ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ორი შვი­ლი მყავს, ნა­ი­კო 19 წლის და ალექ­სან­დრე 15 წლის. ალექ­სან­დრე 4 წლის ასაკ­ში მი­ვიყ­ვა­ნე მუ­სი­კა­ზე თა­ვი­დან ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის გუნ­დზე დამ­ყავ­და, სა­დაც სო­ლოს შეს­რუ­ლე­ბით მღე­რო­და და ასე გაგ­რძელ­და ბავ­შვის კა­რი­ე­რა. ალექ­სან­დრე შემ­დეგ გორ­ში ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან ნანა სამ­ხა­რა­ძეს­თან გა­და­ვიყ­ვა­ნე, მას ხში­რად გაჰ­ყავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კურ­სებ­ზე, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­თვის გრან პრით და პირ­ვე­ლი ად­გი­ლით ბრუნ­დე­ბო­და.

– რო­გორ მოხ­და, რომ ოჯახ­მა ერ­თდრო­უ­ლად ოთხი ბავ­შვი იშ­ვი­ლეთ?

– ეს ალექ­სან­დრეს დიდი სურ­ვი­ლი იყო. მო­ნას­ტერ­ში დავ­დი­ო­დით და იქ ვნა­ხეთ ერთი ბავ­შვი, რო­მელ­საც მა­მაო ზრდი­და, მა­შინ გა­და­წყვი­ტა ალექ­სან­დრემ, რომ თუ ვინ­მე ერთ ბავ­შვს მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, ჩვენც დავ­ხმა­რე­ბო­დით. სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ, სა­ი­და­ნაც მა­ლე­ვე მო­ვი­და პა­სუ­ხი – ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს დრო­ე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ დახ­მა­რე­ბა და თავ­შე­სა­ფა­რი. მე და ალექ­სან­დრემ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ ვნა­ხეთ, და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და უკვე ათი წე­ლია ვზრდი. ბავ­შვებს ავად­მყო­ფო­ბის გამო, დედა მალე გარ­და­ეც­ვა­ლათ. ოთხი­ვე დე­დას მე­ძა­ხის, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, ვერ ვარ­ჩევ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის­გან, მე სულ მათ გვერ­დით ვარ.

– ვინ ეხ­მა­რე­ბა ალექ­სან­დრეს ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი, სა­დაც ნი­ჭი­ერ ბავ­შვებს ამე­რი­კა­ში წა­საყ­ვა­ნად ეძებ­დნენ. ალექ­სან­დრემ ვო­კალ­ში გა­ი­მარ­ჯვა და აქი­დან და­ი­წყო ალექ­სან­დრეს ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი. თა­ვი­დან და­ვით ღვი­ნი­ა­ნის ფონდმა წა­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ იქ ვო­კა­ლისტ შე­როლ პორ­ტერ­თან გა­აგ­რძე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა და ის უდ­გას გვერ­დით და ყვე­ლა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბა.