133 ჯარიმა და 32 გაფრთხილება – რა დარღვევები აქვთ თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციებში

133 ჯარიმა და 32 გაფრთხილება - რა დარღვევები აქვთ თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციებში133 ჯარიმა და 32 გაფრთხილება – ასეთია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის შედეგი.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. ბიუროს ინფორმაციით, გასულ წელს სულ 303 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც დადებითად მხოლოდ 130 შეფასდა.

2021 წლის განმავლობაში 166 უარყოფითად შეფასებული დეკლარაციიდან:

44%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება ან/და არასწორად იყო მითითებული უძრავი ქონების რეალური ფართი;
62%-ის შემთხვევებში არასწორად ან/და შეცდომით სხვა თარიღის მონაცემით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ასევე არ იყო მითითებული მულტისავალუტო ანგარიშების შემთხვევაში სხვა ვალუტის ანგარიშები ან/და გამორჩენილი იყო ძველი საბანკო ანგარიშები;
28% დეკლარაციაში არ იყო დადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა ან არ იყო მითითებული ძველი საწარმოები, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონიათ;
36% არ ქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს;
54%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო;
76% დეკლარაციების უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო;
19% თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასება განაპირობა მათ მიერ დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობამ.

ბიპიენი