15 წლის მოზარდების ნიშნობა შიდა ქართლში 

15 წლის მოზარდების ნიშნობა შიდა ქართლში შიდა ქართლში სკოლის მოსწავლეები დაინიშნნენ, რომლებიც 15 წლისები არიან. დანიშნული გოგონას ბაბუა შაჰარა ისმაილოვი ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორია.

ნიშნობის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფაქტმა ჟურნალისტების დაინტერესება გამოიწვია, შაჰარა ისმაილოვმა განაცხადა, რომ ეს არ იყო ნიშნობა და მისმა შვილიშვილმა ბეჭედი უბრალოდ საჩუქრად მიიღო:

“ნიშნობა იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი თხოვდება. დიდი არაფერი მომხდარა, კაცო. ბავშვს დაბადების დღე ჰქონდა და საჩუქარი მოუტანეს ბავშვს, მეტი არაფერი”, – ამბობს არასრულწლოვნის ბაბუა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო.

ნიუპოსტი