“არაბი ასმათისთვის მობილურის წართმევას ცდილობდა და ალექსის დანა ჩაარტყა” – მარსელში ქართველის მკვლელობის დეტალები

"არაბი ასმათისთვის მობილურის წართმევას ცდილობდა და ალექსის დანა ჩაარტყა" - მარსელში ქართველის მკვლელობის დეტალები7 იან­ვარს, შო­ბის ღა­მეს მარ­სელ­ში 25 წლის ალექ­სი გო­გუა მოკ­ლეს. მას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 10 თვის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და მე­უღ­ლეს­თან, ას­მათ კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად, საფ­რან­გეთ­ში 4 თვის წინ წა­ვი­და.

“ამბები” ას­მა­თის ბი­ძაშ­ვილს, თამ­თა კა­ლან­დი­ას, ესა­უბ­რა:

– ალე­კო და ას­მა­თი 10 თვეა, რაც შე­უღლდნენ და 3 თვეა, სა­მუ­შა­ოდ საფ­რან­გეთ­ში წა­ვიდ­ნენ. წყვი­ლი მარ­სელ­ში ცხოვ­რობ­და. შო­ბის ღა­მეს ისი­ნი მე­გო­ბარ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შინ რომ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, მათ მეტ­რო­სად­გურ­ში ვი­ღაც არა­ბი აე­დევ­ნათ (იქ თურ­მე ხში­რია არა­ბე­ბის თავ­დას­ხმე­ბი). ის ას­მა­თის­თვის ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­და, ალექ­სიმ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა, როდესაც იმ ადა­მი­ან­მა ალე­კოს სამი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, პირ­და­პირ გულ­ში ჩა­ურ­ტყამს.

ას­მა­თი მათ შო­რის ჩამ­დგა­რა, გაშ­ვე­ლე­ბას ლა­მობ­და თურ­მე. ამ­ბობს, ვერც კი მივ­ხვდი, დანა რო­გორ ჩა­არ­ტყაო. ალექ­სი ეს­კა­ლა­ტორ­ზე თა­ვი­სი ფე­ხით ასუ­ლა და მერე და­ცე­მუ­ლა. მას 6 სა­ა­თი უკე­თებ­დნენ ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ ექი­მებ­მა ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე 1 სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლიც იყო და­კი­თხვა­ზე. ას­მა­თი შოკ­ში იყო, ძლივს მო­ვი­და გონს, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი უდ­გა­ნან გვერ­დში და ეხ­მა­რე­ბი­ან.

ამბები