“უშენოდ ისედაც მკვდარი ვარ!” – 25 წლის ალექსი გოგუა მარსელში მოკლეს

"უშენოდ ისედაც მკვდარი ვარ!" - 25 წლის ალექსი გოგუა მარსელში მოკლესსაფრანგეთში მოკლული ალექსი გოგუას მეუღლე ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

25 წლის ჩხოროწყუს მკვიდრ ალექსი გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მარსელში მიაყენა, შედეგად ის საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი სულ 10 თვის დაოჯახებული იყო. ცოლ-ქმარი საფრანგეთში 4 თვის წინ წავიდა.

„ალიკა ჩემო სიყვარულო, ჩქიმ ცხოვრება. ჩემი ცხოვრების აზრი. რამდენი ვემუდარე ღმერთს რამდენი და მაინც წამართვა შენი თავი, რა დავუშავე რა დავაშავე რომ ასე გამწირა. მე არ მჯერა, მგონია სადღაც წახვედი და მალე დაბრუნდები სახლში.

ვწყევლი იმ დღეს როცა აქ ჩამოვედით! არაფერი არ მინდაა, შენს გარდა არაფერი არ მინდა. მეჩხუბე, გამიბრაზდი, ყავის სმას დავიწყებ, მაიონეზსაც შევიყვარებ, არაფერს დავაშავებ, ოღონდ მოდიი ჩემთან, კარები შემოაღე და ჩამეხუტეე გეხვეწები ალიკააა. ღმერთმა როგორ გამაუბედურა, როგორ გამამწარა არც შვილი მოგვცა, შენი თავიც წამართვა, მეტი რა უნდა გააკეთოს კიდე რით უნდა გამამწაროს ცხოვრებამ, რატომ დავიბადე!

მე შენ ჩამოგიყვან საქართველოში და მერე არ ვიცი, რა იქნება, რადგან მე უშენოდ ისედაც მკვდარი ვარ. ჩემს გულში ხარ და ძალიან მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ.“ – წერს გარდაცვლილის მეუღლე.

სოფლის რწმუნებულის ხვიჩა ლაგვილავას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს სამ დღეში ჩამოასვენებენ.

ალექსი გოგუას დედა და და სიმსივნის დიაგნოზით წლების წინ გარდაეცვალა. სახლში სოფელში ჰყავს მამა და თბილისში და, რომელიც იქ ერთ-ერთ ბანკში მუშაობს.

პრაიმ ტაიმი