ბათუმელი პროფესორი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა

ბათუმელი პროფესორი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალაბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა. ელგუჯა მაკარაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.

ელგუჯა მაკარაძე ბსუ-ში 1991 წლიდან საქმიანობდა. 2005-2012 წლებში კი მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

ელგუჯა მაკარაძე გუშინ, 6 იანვარს, გარდაიცვალა.

ის 58 წლის იყო.

ბათუმელები