ეკატერინე ტიკარაძემ ექიმებს ბაკურიანის რესტორანში ბედობა მიულოცა

ეკატერინე ტიკარაძემ ექიმებს ბაკურიანის რესტორანში ბედობა მიულოცაჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, არაფორმალურ გარემოში, ექიმებს ბედობა მიულოცა. ამის შესახებ წამყვანი და პიარის სპეციალისტი, ხატია შამუგია  სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

ხატია შამუგიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ მინისტრს ხალხში გამოჩენა დიდად არ უყვარს, ექიმების დანახვისას გადაწყვიტა, რომ მათთვის დღესასწაული მიელოცა.

“სანამ ნახავს და წამაშლევინებს არ შემიძლია არ მოგიყვეთ.

ორდღიანი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე და საახალწლო კონცერტზე მოვედით ბაკურიანში.

დაემთხვა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი National Center Of Surgery -ს კოლექტივი აღნიშნავდა ახალ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი დიდად არ უყვარს და ხალხში გამოჩენა, ეს არაჩვეულებრივი ექიმები რომ დაინახა, სცენაზე ავიდა და ასე ემოციურად მიულოცა მათ ახალი წელი.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ – იყო არის და დარჩება მუდამ ექიმების ქომაგად, დამცველად და მოსიყვარულედ,”- წერს ხატია შამუგია მის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სიმბოლურია ექიმებთან ერთად ბედობის  დღის გაზიარება.

„მინდა მოგილოცოთ კალანდობა და დამდეგი ბედობა, ძალიან მიხარია, რომ ექიმებს არ დაუკარგავთ ცხოვრების ის ხალისი, რომელსაც დღეს მე ვხედავ. მინდა ბედობას გისურვოთ, რომ გქონდეს მუდამ ასეთი ბედნიერი და ღიმილიანი სახეები, ისეთი განწყობა, რომ მუდამ იზეიმოთ და გქონდეთ მომავლის იმედი, მართლა ძალიან სიმბოლურია დღეს თქვენთან ერთად ამ დღესასწაულის გაზიარება და მინდა მომავალი წელი ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით ექიმებისთვის იყოს თავისუფალი იმ მძიმე ტვირთისგან, რომელიც ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გადავიტანეთ…“-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პრაიმ ტაიმი