„ესენი ხელისუფლება კი არა, მკვლელები არიან” – სანატორიუმ „ქართლის” კიდევ ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა

„ესენი ხელისუფლება კი არა, მკვლელები არიან" - სანატორიუმ „ქართლის" კიდევ ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრასანატორიუმ „ქართლის” კიდევ ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ბინაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა:

“საშინელი ხმა მომესმა, გამოვედი და მთლიანად ჩამომენგრა, ორი წუთის წინ იქ ვიდექი. ხედავთ, რომ დღეს ადამიანს ასაფლავებენ, რომელიც შეეწირა ამბავს, ეს ხელისუფლება ამას ყურადაც არ იღებს. ამათ არ აინტერესებთ არაფერი, ამათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. ესენი ხელისუფლება კი არა, მკვლელები არიან”, – განაცხადა დევნილმა

დევნილები ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.