გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლესგორში, სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, რეორგანიზაციის მიზეზით, დაწესებულებიდან მიზეზის აუხსნელად 20 -ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს.

3-მა მათგანმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა.

“სრულიად მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მიზეზები არ განუმარტეს და ბრძანებაც არ ჩააბარეს დღემდე. თანამშრომლები არიან 4-8 და 15 წლიანი სტაჟით და არ იციან რატომ გაათავისუფლეს. ჩვენ ჯერჯერობით, მხოლოდ 3-მა თანამშრომელმა მოგვმართა”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.
ლექსო მერებაშვილის თქმით, მათ უკვე მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები და დიდი ალბათობით საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

რადიომოზაიკ.გე