“კიდევ ერთი ქართველი დააკლდა ემიგრაციას” – საბერძნეთში ლინა არწივიძე გარდაიცვალა

"კიდევ ერთი ქართველი დააკლდა ემიგრაციას" - საბერძნეთში ლინა არწივიძე გარდაიცვალასაბერძნეთში, ქალაქ ხანიაში, ქართველი ემიგრანტი ლინა არწივიძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ფეისბუქში თამარ მელქაძემ დაწერა:

“ყველას ოჯახში სადღესასწაულო განწყობა უნდა იყოს, და ამას ვუსურვებდი ყველას. მაგრამ, საწუხაროდ, ეს ასე არაა – კიდევ ერთი ქართველი დააკლდა ემიგრაციას.
Lina Artsividze ლინა
ის თავისი ფეხით ვერ ჩავა საყვარელ ქუთაისში.
ჩვენი ხანიის სამეგობროს გამოაკლდა კეთილი, საყვარელი, კარგი სამეგობრო ადამიანი.
ადამიანი, რომელმაც ხანიის საავადმყოფოში დატოვა სული. მძიმე ავადმყოფობას ვერ მოერია მისი ორგანიზმი.
შვილებს, ხანიის სამეგობროს და ემიგრაციას ვუსამძიმრებ ამ დიიდ მწუხარებას…
ნათელში ამყოფოს უფალმა ლინას სული…

ძნელია – შრომობ, შრომობ და ბოლოს არ იცი, რა გაწერია….”