მაგთიკომში მე-3 დღეა, გაფიცვაა – “ვითხოვთ მიზერული ხელფასების გაზრდას”

მაგთიკომში მე-3 დღეა, გაფიცვაა - "ვითხოვთ მიზერული ხელფასების გაზრდას"სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“  ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან.

ამ დროითვის ქვეყნის მასშტაბით სერვის ცენტრები პარალიზებულია. მაგთის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მიზერული ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

– ვითხოვთ ხელფასის მატებას, რომელიც არის მინიმალურ ზღვარს მიღმა. არაფერი არ არის გამოყოფილი. მატება იყო ხელფასების პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, იმის ხარჯზე რომ თანამშრომლები გაუშვეს. სრული ქაოსია კომპანიაში, ვაპირებთ გაგრძელებას გაფიცვის”, – ამბობს “მაგთის” გაფიცული თანამშრომელი.
არსებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა დათმობაზე ჯერჯერობით არ მიდის და თანამშრომელთა მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს.

ტვ პირველი