მაია ასათიანი – “ევა ბარბაქაძე სასწაულად გადაურჩა სიკვდილს და ისევ მიწაში რატომ დებთ?!”

მაია ასათიანი - "ევა ბარბაქაძე სასწაულად გადაურჩა სიკვდილს და ისევ მიწაში რატომ დებთ?!"შორენა ბეგაშვილის შვილმა ევა ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ევასთვისაც წარმოუდგენელი იყო საზოგადოების ეს რეაქცია.

აღნიშნულ უარყოფით კომენტარებს ჟურნალისტი მაია ასათიანი გამოეხმაურა.

„ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა! ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!

და რის გამო? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი რომ აცვია? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

პრაიმ ტაიმი