მეუფე ზენონი – “დიდ ბრიტანეთში არ ჩავბარებულვარ… დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ”

მეუფე ზენონი - "დიდ ბრიტანეთში არ ჩავბარებულვარ... დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინოდის წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. მამა პეტრე კვარაცხელიას ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩოს სასულიერო პირმა ახალ წლამდე მიმართა.

თავად მეუფე ზენონი “მთავართან” საუბრისას ფაქტს უარყოფს.

“არ შეესაბამება სიმართლეს ნამდვილად. მამა პეტრე კოლხი რა ჩემი მდივანია, თუ რა. [დაბრუნებას] ჯერჯერობით არ ვაპირებ, იმდენი საქმე მაქვს ჯერ”, – ამბობს მეუფე ზენონი.
მეუფე პეტრე კოლხი ამბობს, რომ მეუფე ზენონის პოლიტიკურ ინტერესებს არ იცნობს, თუმცა მან გუშინ დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში ჩაბარება სასულიერო პირმა პოლიტიკური დევნის გამო გადაწყვიტა.

საპატრიარქოს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი