მიშა სესიაშვილი მთავარ არხზე საინფორმაციოს აღარ წაიყვანს

მიშა სესიაშვილი მთავარ არხზე საინფორმაციოს აღარ წაიყვანსმიშა სესიაშვილი “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვებას აღარ წაიყვანს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მიშა სესიაშვილი ამბობს, ტელეკომპანიაში რჩება და მაყურებელს განსხვავებულ ფორმატში ისევ შეხვდება.

“გემშვიდობებით, ამიერიდან, საინფორმაციო გამოშვებას ამ არხზე მე აღარ გავუძღვები, დიდი მადლობა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, ნდობისთვის. გეტყვით იმას, რომ ჩვენ ისევ შევხვდებით და რა თქმა უნდა, “მთავარ არხზე”. თუმცა, როდიდან და რა ფორმატში, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. არ გემშვიდობებით, დროებით”, – თქვა მიშა სესიაშვილმა.

რეპორტი