27 წლის ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნეაპოლის კლინიკაში ცოცხალი იპოვეს, პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
„ახლა პოლიციაში მიჰყავთ დაკითხვაზე. კარგად არის, ნორმალურად. როგორ მოხვდა საავადმყოფოში, ეს დეტალები არ ვიცი, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გავიგე მისი პოვნის შესახებ. ჭკუაზე არ ვართ, მთელი საქართველო ვლოცულობდით ამ გოგოზე, არ ვიცი როგორ მოხდა, მთავარია ცოცხალია და ჯანმრთელია. რა როგორ მოხდა, ამას უკვე უნდა ჩაეძიონ და გამოიძიონ“, – უთხრა პრაიმ ტაიმს სალომე ტეტუნაშვილის მეგობარმა ქეთი პაპელიშვილმა..
საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე:
„წუხელ ღამე არა, კოშმარი იყო… ჩემი საბრალო და არაორგანიზებულად გამოსული ქართველები მახსენდება… ზუსტად! რომ არა ისინი, ოჯახი, სადაც სალომე მუშაობდა და იცოდა ყველაფერი, დიდხანს არაფერს იტყოდა…
ახლა მიზეზები არ ვეძიოთ! ეს პირადია! სალომეს პოვნას კი ვულოცავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ამ უცნობ გოგონას მაკას (ნაპოლს ჰყოლია ასეთი საოცარი ქართველი პიროვნება საემიგრაციოს თანამშრომელი) რომელმაც მიიღო ზუსტი ინფორმაცია და გადასცა კომპეტენტურ პირებს!“
პრაიმ ტაიმი