სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლის კლინიკაში ცოცხალი იპოვეს

სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლის კლინიკაში ცოცხალი იპოვეს

ExclusiveTV.ge-სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ 22 იანვარს დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი  ცოცხალია.

ჩვენი ინფორმაციით, გოგონა ცოცხალია და ის ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში რამდენიმე ქართველის მიერ იტალიურ ენაზე გავრცელდა ინფორმაცია. ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ მედიატორს, მაკა ხაჩოშვილს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ExclusiveTV-თან, მილანიდან დაუკავშირდა იტალიელი მეგობარი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისმა მეგობარმა, რომელიც ნეაპოლის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობს, ფოტოზე სალომე ტეტუნაშვილი ამოიცნო.