ნიკა გვარამია – “სოხუმიდან თბილისში ჩამოსული 9-10 წლის ბავშვი დედამ მუზეუმში წამიყვანა და იქ ქალბატონი ნანა დამხვდა…”

ნიკა გვარამია - "სოხუმიდან თბილისში ჩამოსული 9-10 წლის ბავშვი დედამ მუზეუმში წამიყვანა და იქ ქალბატონი ნანა დამხვდა..."ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“სოხუმიდან არდადეგებზე თბილისში ჩამოსული ბავშვი ვიყავი, ასე 9-10 წლის, როცა დედას ეროვნულ მუზეუმში წაყვანა ვთხოვე. დედამ ჩვენს ახლო ნათესავს დაურეკა, რომლის და მუზეუმში მუშაობდა. წამიყვანა და დაგვხვდა ქალბატონი ნანა. მოგვატარა მთელი მუზეუმი, დაგვათვალიერებინა, მოგვიყვა. დღემდე ყურში ჩამესმის მისი თხრობა და მახსოვს მისი წარმოუდგენლად ლამაზი და ღრმა თვალები. მოკლე, აღფრთოვანებული და პირდაღებული ვუსმენდი რამდენიმე საათი და თუ რამე ვიცი ქართულ კულტურაზე, ბევრწილად ამ თხრობით გაცნობილი ეროვნული საგანძურის წყალობით.
ჰოდა, დღეს მთავარის გამოშვებაში მომესმა ბავშვობიდან აკვიატებული თხრობა. შევხედე ეკრანს, პირბადის ზემოთ ნაცნობი და მეხსიერებაში ჩაბეჭდილი თვალები – არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა!
ყვებოდა, როგორ გაუშვა კულტურის მინისტრმა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან პოლიტიკური არასანდოობის მოტივით.
აი, ასე.”