19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და ათობით დაშავდა ნიუ-იორკში, ბრონქსში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
ცეცხლი 19 – სართულიან კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს, საერთო ჯამში დაშავებულია 60 ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ