ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და ათობით დაშავდა ნიუ-იორკში, ბრონქსში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

ცეცხლი 19 – სართულიან კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს, საერთო ჯამში დაშავებულია 60 ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

იპნ