„ომიკრონმა 2-3 კვირაში შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ შტამი“ – ალექსანდრე გოგინავა

„ომიკრონმა 2-3 კვირაში შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ შტამი“ - ალექსანდრე გოგინავანელ-ნელა დომინანტი ხდება ომიკრონი და დაახლოებით 2-3 კვირაში შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ შტამი, – ამის შესახებ ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„ნელ-ნელა დომინანტი ხდება „ომიკრონი“ და დაახლოებით 2-3 კვირაში შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ შტამი. ვიცით, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება, აქედან გამომდინარე, პიკზე შეიძლება გვქონდეს ბევრად უფრო მეტი დადასტურებული დღიური შემთხვევა, ვიდრე გვქონდა „დელტას“ [დომინირების] დროს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმოება“, – ამბობს გოგინავა.