აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში ერთ-ერთ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე შვიდი ბავშვია, განუცხადა ჟურნალისტებს ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ხანძარი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.
როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც კი ოდესმე უნახავს.
იპნ