ფილადელფიაში კორპუსი დაიწვა – 13 ადამიანი დაიღუპა

ფილადელფიაში კორპუსი დაიწვა - 13 ადამიანი დაიღუპააშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში ერთ-ერთ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე შვიდი ბავშვია, განუცხადა ჟურნალისტებს ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ხანძარი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც კი ოდესმე უნახავს.

იპნ