2021 წლის ნოემბერში ცნობილი წყვილი, პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი და დიზანერი ეკა ბალანჩივაძე ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა, ამჯერად ეკა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც კოტესთან ერთად იმყოფება.
„გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ მეტ თავისუფლებას და ბევრ საბაბს ღიმილისთვის,”- წერს ეკა და აზიარებს ფოტოს, სადაც წყვილთან ერთადაა პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.
ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივარი აღნიშნავს, რომ კოტეს და ეკას შერიგების ამბავი ძალიან გაუხარდათ.
„ასეც ვიცოდიიი! გილოცავთ!” “ეგრე რააა ბედნიერ წელს გისურვებთ ძვირფასებო”
“აუ რა კარგი ამბავია ეკუნა! ბედნიერი წელი თქვენ! ძალიან გამიხარდაა!”
“პირველი კარგი ამბავი ამ წელში”
“Wow როგორ მიხარია თქვენი სიახლე, მრავალს დაესწარით”- აღნიშნავენ კომენტარებში.
ტვ პირველი