რა ხდება ხაშურის ქუჩებში

რა ხდება ხაშურის ქუჩებშიხაშურის ერთ-ერთი მცხოვრები აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ბავშვი ქუჩის უზარმაზარ გუბეებში დააბიჯებს.

ვიდეოს ასეთი სიტყვები ახლავს: ,,ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილი მოქალაქე – ,,ტყლაპო მენი”. ხაშურის ფეისბუქჯგუფებში როგორც წერენ, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ქუჩა ამ მდგომარეობაშია, ზოგ ადგილას კი საერთოდ ვერ გაივლი. ასეთივე მდგომარეობაშია ბაღებთან და სკოლებთან მისასვლელი ქუჩებიც.

არჩევნების წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ხაშურისა და სურამის სარკინიგზო ლიანდაგების ადგილას ველოტრასა უნდა გაკეთებულიყო, ტყუილი აღმოჩნდა. რელსები ამოთხარეს და ისე წაიღეს, დაჩიჩქნილი მიწის გადასწორებაზეც კი არავის უფიქრია.”