როდის აჩვენებს ომიკრონს ტესტი – გიორგი ღოღობერიძე

 როდის აჩვენებს ომიკრონს ტესტი - გიორგი ღოღობერიძეროგორ უნდა განვასხვაოთ ომიკრონი გაციებისგან, ამ კითხვაზე საკუთარ მოსაზრებას ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს.

„დღეს „ომიკრონის“ გამიჯვნა გაციებისა და გრიპისგან თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, დღეს ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანს აქვს სურდო, ცხვირიდან გამონადენი,  სულ იწმენდს, ასევე აქვს ყელის ტკივილი, შეიძლება, იმ დონემდე, რომ ხმაც კი ჩაეხლიჩოს. ასევე, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დაღლილობის განცდა, ან მსუბუქი თავის ტკივილი. შეიძლება, სიცხეც კი არ იყოს გამოხატული. „ომიკრონის“ დროს 10 პაციენტიდან მხოლოდ სამს შეიძლება ჰქონდეს და შვიდს არა.

„ომიკრონი“ ნელ-ნელა ფილტვებიდან ზედა სასუნთქი გზებისკენ წამოვიდა. ახლა უმთავრესი ლოკაცია ცხვირ-ხახაა.

სიმპტომებიანი პაციენტის ალბათობა, რომ მას აქვს „ომირკონი“ 50-50%-ზეა. როგორ უნდა გამოვიცნოთ – ტესტირება აუცილებლად უნდა გაკეთდეს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3 დღის შემდეგ, სხვა შემთხვევაში ტესტი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.