“რომის აეროპორტიდან გაქრა” – იტალიაში ნათია ჭულუხაძეს ეძებენ

"რომის აეროპორტიდან გაქრა" - იტალიაში ნათია ჭულუხაძეს ეძებენიტალიაში, რეჯო კალაბრიაში 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,ემიგრანტების იმედის“ დამფუძნებელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს.

„კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუკ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით… გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ!

უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ. (ის რამდენიმე დღის წინ რომის აეროპორტში იყო. მის მერე მისი კვალი აეროპორტიდანვე ქრება“, – წერს შოთო სიხარულიძე.

პრაიმ ტაიმი