რუსეთის პატრიარქმა წირვაზე საქართველოს პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა

რუსეთის პატრიარქმა წირვაზე საქართველოს პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტამას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ მილიონობით უკრაინელის მართლმადიდებლის თხოვნა დააკმაყოფილა და ისინი კანონიკურ ეკლესიაში მიიღო და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია გადასცა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოხსენიება შეწყვიტა (2018-2019 წ.). ამას მოგვიანებით სამი ადგილობრივი უძველესი ეკლესიის მხრიდან უკრაინის აღიარება მოჰყვა, რომელთა შორის არიან ალექსანდრიის საპატრიარქო, კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიები (2019-2020 წ.), შესაბამისად რუსეთის პატრიარქმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შეწყვიტა ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრის მოხსენიება, მათ შორის რუსეთის პატრიარქი კირილე წირვისას არ იხსენიებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორე.

შეგახსენებთ, ავტოკეფალურ ეკლესიათა მწყემსმთავრების მიერ ერთმანეთის ლიტურგიკული მოხსენიება მათ კანონიკურობასა და ერთობაზე მეტყველებს, რუსეთის პატრიარქი კირილე  კი ამ გზით, სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესიას თვითიზოლაციისა და სქიზმისაკენ მიუძღვის.

მსოფლიო საეკლესიო სიახლნი