ExclusiveTV.ge-სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ 22 იანვარს დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია.
ჩვენი ინფორმაციით, გოგონა ცოცხალია და ის ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში რამდენიმე ქართველის მიერ იტალიურ ენაზე გავრცელდა ინფორმაცია. ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ მედიატორს, მაკა ხაჩოშვილს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ExclusiveTV-თან, მილანიდან დაუკავშირდა იტალიელი მეგობარი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისმა მეგობარმა, რომელიც ნეაპოლის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობს, ფოტოზე სალომე ტეტუნაშვილი ამოიცნო.