“სალომე ტეტუნაშვილს ბიჭების ჯგუფი ახსოვს, სხეულზე დაზიანებები აქვს…” – ქართველი ემიგრანტი ნეაპოლის პოლიციამ დაკითხა

"სალომე ტეტუნაშვილს ბიჭების ჯგუფი ახსოვს, სხეულზე დაზიანებები აქვს..." - ქართველი ემიგრანტი ნეაპოლის პოლიციამ დაკითხახუთ დღიანი გაუჩინარების შემდეგ იტალიაში ნაპოვნი ქართველი ემიგრანტი, უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესშია.

სალომე ტეტუნანშვილს სახესა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ვინ იძალადა მასზე, ახალგაზრდა ქალზე ვერ იხსენებს.

ქალმა გამომძიებლებს პირველი ჩვენება უკვე მისცა, თუმცა კონკრეტულ გარემოებებს ვერ იხსენებს.

ახლა ყველაფერი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზეა დამოკიდებული – გამომძიებლებმა უნდა გაარკვიონ, გაიყვანეს თუ თვითონ გავიდა სახლიდან, სად მიდის ტეტუნაშვილის კვალი, სწორედ ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი.

– მეხსიერების ჩავარდნები აქვს, რაღაც დეტალები ახსოვს, რაღაცას ვერ იხსენებს. აცხადებს, რომ სახლიდან გამოვიდა, თუმცა არ ახსოვს, ზარი მიიღო თუ საკუთარი ნებით გავიდა.

ის არ ამბობს, რომ საავადმყოფოში მანქანით დატოვეს, აცხადებს, რომ ახსოვს ბიჭების დიდი ჯგუფი, უთხრეს, რომ გარკვეული მიმართულებით წასულიყო და საავადმყოფოშიც ასე 2 დღეში აღმოჩნდა. საკმაოდ შორია, 24 კილომეტრი ახალგაზრდა გოგომ ჩუსტებით როგორ გაიარა?! თავი ტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული, თუმცა არ ახსოვს, როგორ მიიღო დაზიანებები”- აცხადებს ადვოკატი ინგა სიხარულიძე, რომელიც სალომე ტეტუნაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა.

ტვ პირველი