დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, ამჯერადაც მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და ის თბილისის დროით 04:46 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
ცნობისთვის, დღეს კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა, ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
პრაიმ ტაიმი

