“სასამართლოს მივმართავ” – თეა წულუკიანმა გიორგი გაგოშიძე მოხსნა

"სასამართლოს მივმართავ" - თეა წულუკიანმა გიორგი გაგოშიძე მოხსნათეა წულუკიანის მიერ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული გიორგი გაგოშიძე ფიქრობს, რომ სამსახურიდან გაშვების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ისაუბრა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია.

გათავსუფლებული გიორგი გაგოშიძე სააგენტოში წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ერთ-ერთ აბზაცში წერია, რომ კომპეტენციის და ტესტირების გამო გათავისუფლებული ბრძანდებით… სამწუხაროდ, კომპეტენციას ვერ შემიმოწმებს ის ხალხი, რომლებმაც ეს ბრძანება გააკეთეს. ვფიქრობ, სასამართლოს მივმართავ, იმიტომ, რომ ცოტა შეურაცხმყოფელი იყო ამგვარად ჩემი გათავისუფლება, – ამბობს გიორგი გაგოშიძე.

მთავარი