თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 6,551 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 6,551 მლნ ლარს დახარჯავსთბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის და ფილარმონიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაციაზე 6,551 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 19 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში. ამასთან, სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 120 კალენდარული დღე.

დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 225%-ის ღირებულების გზების მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ასევე, პრეტენდენტს საკუთრებაში/სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ასფალტო-ბეტონის ქარხანა ან წარმოადგინოს ასფალტო-ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება.

ბპნ