ვინ არის სააკაშვილის ულამაზესი ძმისშვილი ელენე

ვინ არის სააკაშვილის ულამაზესი ძმისშვილი ელენესაქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორი ძმა – დავითი და გიორგი ჰყავს, რომლებიც ნიკოლოზ სააკაშვილს მეორე ქორწინებიდან შეეძინა.

დავითის უფროსი შვილია ელენე სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კვლევით ცენტრ ატლას ნეტვორკში  მუშაობს.

მას კომპანიაში განვითარების მენეჯერის პოზიცია უჭირავს.

ელენე სააკაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, რის შემდეგაც წავიდა აშშ-ში.

ელენე სააკაშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება. მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და ვიზიტის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

„პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ბიძაჩემის ნახვა მოვახერხე, დაკავების შემდეგ პირველად შევედი. ვაშინგტონიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. მას ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მინდოდა, ბევრი მოკითხვის პირადად გადაცემა. ძალიან საინტერესო და თბილი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე – გეოპოლიტიკურ თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.

ძალიან მხნედ არის. ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს. იმედი მაქვს, ექიმი შესვლას და გასინჯვას მოახერხებს. როგორც მითხრა, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მასთან არავინ ყოფილა შესული და ადეკვატური დიაგნოსტიკა არ მომხდარა.

მედიაზე გვქონდა საუბარი, ძალიან დიდი მადლობელია თქვენი (ჟურნალისტების) და ფიქრობს, რომ თქვენ რომ არა, ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდ სიბნელეში იქნებოდა. მომეჩვენა, რომ დღეს ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მისი ასე ნახვა ძალიან გამიხარდა“, – განაცხადა ელენე სააკაშვილმა.

პრაიმ ტაიმი