სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალა.
ამის შესახებ სპუტნიკს სანეევის მეგობარმა და მოსწავლე ვალერი ობიდკომ უთხრა.
_ მას ინფარქტი ჰქონდა, – თქვა ობიდკომ.
ვიქტორ სანეევი 77 წლის იყო.
ვიქტორ სანეევმა 1968, 1972 და 1976 წლების ოლიმპიადები მოიგო, 1980 წლის ოლიმპიადაზე კი მე-2 ადგილი დაიკავა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანეევი საქართველოდან ავსტრალიაში წავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მუშაობდა.
სპუტნიკი