ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალა

ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალასამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალა.

ამის შესახებ სპუტნიკს სანეევის მეგობარმა და მოსწავლე ვალერი ობიდკომ უთხრა.

_ მას ინფარქტი ჰქონდა, – თქვა ობიდკომ.

ვიქტორ სანეევი 77 წლის იყო.

ვიქტორ სანეევმა 1968, 1972 და 1976 წლების ოლიმპიადები მოიგო, 1980 წლის ოლიმპიადაზე კი მე-2 ადგილი დაიკავა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანეევი საქართველოდან ავსტრალიაში წავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მუშაობდა.

სპუტნიკი