კიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
ადგილზე სახანძრო ჯგუფები და მაშველები მუშაობენ.
გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი კიევის დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს.