კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს – 9 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - 9 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდაკიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

ადგილზე სახანძრო ჯგუფები და მაშველები მუშაობენ.

გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი კიევის დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს.