უკრაინამ ლუგანსკის ორ სოფელზე კონტროლი დაკარგა

უკრაინამ ლუგანსკის ორ სოფელზე კონტროლი დაკარგაუკრაინის საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ძალები ლუგანსკის ორ სოფელს მელოევოსა და გოროდიშეს აღარ აკონტროლებენ.

ასევე, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ:

– დნეპროპეტროვსკის რეგიონში ქალაქებში კრასნოპოლიე და მარგანეცში სამხედრო საწყობები იწვის;

– ვინიცკის რეგიონში ტულჩინისა და ბოხანას რაიონებში ხანძარია სამხედრო ნაწილებში;

– ლუცკში ტელეანძა ააფეთქეს;

– კიევის ოლქში კი ქალაქ ბროვარიში სამხედრო ნაწილში ხანძარი ფიქსირდება.

რუსულმა ჯარებმა ქვეყნის საზღვარი გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე ადგილას – რუსეთისა და ბელარუსიდან გადაკვეთეს.