უკრაინამ ლუგანსკის ორ სოფელზე კონტროლი დაკარგა

უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ძალები ლუგანსკის ორ სოფელს მელოევოსა და გოროდიშეს აღარ აკონტროლებენ.

ასევე, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ:

– დნეპროპეტროვსკის რეგიონში ქალაქებში კრასნოპოლიე და მარგანეცში სამხედრო საწყობები იწვის;

– ვინიცკის რეგიონში ტულჩინისა და ბოხანას რაიონებში ხანძარია სამხედრო ნაწილებში;

– ლუცკში ტელეანძა ააფეთქეს;

– კიევის ოლქში კი ქალაქ ბროვარიში სამხედრო ნაწილში ხანძარი ფიქსირდება.

რუსულმა ჯარებმა ქვეყნის საზღვარი გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე ადგილას – რუსეთისა და ბელარუსიდან გადაკვეთეს.