კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა. ობოლონის რაიონში ავიაიერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 12.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა კორპუსის სამი სართული. მაშველებმა ნანგრევებიდან 17 ადამიანი ამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაიბომბა “ანტონოვის” ქარხანაც.