კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა

კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცაკიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა. ობოლონის რაიონში ავიაიერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა  – 12.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა კორპუსის სამი სართული. მაშველებმა ნანგრევებიდან 17 ადამიანი ამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაიბომბა “ანტონოვის” ქარხანაც.