კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. საუბარია კიევის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებზე, სადაც თებერვალ-მარტის განმავლობაში რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ.
როგორც ნებიტოვმა აღნიშნა, ყველაზე მეტი ცხედარი ბუჩაში იპოვეს – 350 ადამიანი. მისივე თქმით, ბოროდიანკასა და მაკაროვში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ნანგრევებში სავარაუდოდ ცხედრები იქნება.
ნებიტოვი ამბობს, რომ ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.