კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვესკიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. საუბარია კიევის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებზე, სადაც თებერვალ-მარტის განმავლობაში რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ.

როგორც ნებიტოვმა აღნიშნა, ყველაზე მეტი ცხედარი ბუჩაში იპოვეს – 350 ადამიანი. მისივე თქმით, ბოროდიანკასა და მაკაროვში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ნანგრევებში სავარაუდოდ ცხედრები იქნება.

ნებიტოვი ამბობს, რომ ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.