ქარელის მუნიციპალიტეტში 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო მიკროავტობუსია.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ინფორუსთავი