ქარელში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ქარელში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთსქარელის მუნიციპალიტეტში 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო მიკროავტობუსია.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ინფორუსთავი