თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ტუზლას რაიონში, საღებავების ქარხანა აფეთქდა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 პირი დაშავდა.
დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები, რომლებიც ქარხანაში ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობდნენ.
რამ გამოიწვია ტერიტორიაზე აფეთქება ჯერჯერობით უცნობია.