სტამბოლში ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ტუზლას რაიონში, საღებავების ქარხანა აფეთქდა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 პირი დაშავდა.

დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები, რომლებიც ქარხანაში ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობდნენ.

რამ გამოიწვია ტერიტორიაზე აფეთქება ჯერჯერობით უცნობია.