ექსპერტი ნიკა შენგელია საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებზე და მის დარეგულირების გზებზე მორიგ სტატიას აქვეყნებს.
akhalitoba.ge წერილის სრულ ვერსიას გთავაზობთ:
„ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს რატომ ვეხები გასულ წლებს როდესაც ვსაუბრობ ნავთობპროდუქტების სფეროში დღევანდელ პრობლემებზე . ასეთი მიდგომა აუცილებელია იმიტომ, რომ გაცოცხლებული წარსული აგვიხსნის როგორ ვიმოქმედოთ დღევანდელ ვითარებაში .
1990-92 წლებში საქართველოსთვის შეწყდა ნავთობპროდუქტების ცენტრალიზებული მოწოდება, ფერხდებოდა და პარალიზდებოდა როგორც დედაქალაქში ასევე მთლიანად ქვეყანაში ყველანაირი დარგის ფუნქციონირება , ფართო საზოგადოებისათვის არაა ცნობილი მაგრამ უნდა გავამხილო რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ამ პერიოდში ფირმა “მარიალი“ რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა ბატონი გურამ ჩაგელიშვილი ( შემდგომ წლებში იგი გახლდათ ქართუ ჯგუფის პრეზიდენტი ), აწარმოებდა საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების მოწოდებას და საკმაოდ დიდი ნაწილის გადაცემას ახდენდა ქალაქ თბილისის მერიაზე, რითაც ქალაქის ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში საკმაოდ პოზიტიურ როლს ასრულებდა.
იმ პერიოდში დედაქალაქის ვიცე მერი ბატონი ნუგზარ რობიტაშვილი აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე გამოდის ინიციატივით თბილისის მერის და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინაშე დედაქალაქის გადარჩენის მიზნით დროებითი საკანონმდებლო პროექტით რომელიც დაკავშირებულია ძირითადად ნავთობპროდუქტების საკითხთან. აღნიშნულმა პროექტმა მერიის იმ დროინდელი სატრნსპორტო განყოფილების უფროსის ბატონ ემზარ გაბეჩავას ხელმძღვანელობით ფაქტობრივად მოახდინა დედაქალაქის როგორც საავარიო, ასევე ყველა სამსახურებისთვის ნავთობპროდუქტებით უზრუნველყობის საკითხის გადაწყვეტა . მათ შორის იმ სატრანსპორტო ორგანიზაციებისთვის რომლებიც ფქვილით და პურით ამარაგებდნენ დედაქალაქს .
ქალაქ თბილისის ვიცე მერის ბატონ ნუგზარ რობიტაშვილის პროექტმა დაიმსახურა მთავრობის მოწონება და გავრცელდა მისი მოქმედება უკვე სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების საფუძველზე მთელი ქვეყნის მასშტაბით რომლის განხორციელების საკითხში უდიდესი წვლილი მიუძღვნის იმ დროისთვის ქალაქ ფოთის ვიცე მერს ბატონ დავით ბენიძეს.
მას შემდეგ რაც ჩაიკეტა აფხაზეთიდან სარკინიგზო მიმოსვლა, აზერბაიჯანის გავლით და უშუალოდ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი რკინიგზით საქართველოსთვის გახდა ერთად ერთი გზა .
1993 წელს ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა სახელმწიფო კონცერნი „საქნავთობპროდუქტი“ ,რომელსაც ქვეყნის საწვავით მომარაგება უნდა უზრუნველყო, ამ სტრუქტურის თავმჯდომარე იყო უდიდესი ხელმძრვანელობის ნიჭის მქონე ადამიანი ბატონი დავით ზუბიტაშვილი შემდეგ კი ერთ ერთი უძლიერესი ფინანსისტი ბატონი თამაზ შავდათუაშვილი . მათ უწევდა აზრბაიჯანთან მჭიდრო ურთიერობების დამყარება და იქ აზერბაიჯანში თავის წარმომადგენლად ყავდათ ახალგაზრდა კადრი მაჰირ მამედოვი რომელიც დღეს საქართველოში „სოკარი“-ს ხელმძღვანელია. ვინაიდან 90-იან წლებში საწვავის ყიდვა გაყიდვის ოპერაციებში ძირითადად დომინირებდა ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა და კომერციული ხარჯების გაწევა კონცერნი საქნავთობპროდუქტი სახელმწიფო ორგანიზაცია გახლდათ რომელსაც უჭირდა ასეთი საკითხების დალაგება. ამ საკითხების გადაწყვეტაში დახმარება აღმოუჩინა კომპანია „ანგლო ოილ“-მა რომლის ხელმძღვანელი ქართველი ბიზნესმენი ლევან პირველი იყო. . მიუხედავად იმისა, რომ თავის მილიონერ (ნობელის თაყვანისმცემელ) ავსტრიელ პარტნიორთან ერთად იყო დაკავებული სულ სხვა საკითხებით საქართველოსთვის. ყოველგვარი კერძო ინტერესების გარეშე ბიზნესმენი ლევან პირველი იწყებს აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტს და ქართველი იმპორტიორები მისგან იძენენ საწვავს საქართველოში შემოსატანად. ამ პერიოდში ანგლო-ოილი დან შეძენილი საწვავი საკმაო დიდი დისკონტით( ფასდაკლებით ) ეძლეოდათ ქართველ იმპორტიორებს და ბევრჯერ წინასწარი ანგარიშსწორების გარეშეც , ანუ ეგრეთ წოდებული კონსიგნაციითაც სარგებლობდნენ. ალბად ამ პიროვნებებს უნდა უმადლოდეთ, რომ იმ პერიოდში საქართველოში საწვავზე დაბალი ფასები იყო.
1994 წლის 2 თებერვალს აზერბაიჯანის პარლამენტმა მოახდინა საკითხის რატიფიცირება საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის (კონსორციუმის ) შექმნის თაობაზე. გაფორმდა კონტრაქტი სადაც წარმოდგენილი იყო 13 კომპანია (Aმოცო , BP, MცDერმოტ , Uნოცალ ,Лукойл, შტატოილ , თPAO ,Pენზოილ ,ღამცო , შOჩAღ, EხხონMობილ , Iტოცჰუ , Dელტა ) მსოფლიოს 8 ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, თურქეთი , აშშ , იაპონია , დიდი ბრიტანეთი ,ნორვეგია , რუსეთი , საუდის არაბეთი ) . აღნიშნულ კონტრაქტს მიენიჭა საუკუნის კონტრაქტის სახელი და იგი შეფასებული იქნა ათ მილიარდ დოლარათ . აღნიშნულმა კონტრაქტმა მოუტანა აზერბაიჯანს პოლიტიკური სტაბილობა , ეკონომიკური დამოუკიდებლობა , ინვესტიციები, დაუჩქარა ინტეგრაციული პროცესები მსოფლიო ეკონომიკის ჩართვაში და რაც მთავარია ამ უძლიერესი ქვეყნების მხარდაჭერა მისთვის საინტერესო საკითხებში .
იწყება ბაქო-თბილისი-ჯეჰანის მშენებლობა და შემდეგ ხორციელდება გეგმა რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია “ სოკარი გახდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია , ეს ნიშნავს იმას რომ მას გარდა მოპოვება, გადამუშავებისა , უნდა ჰქონოდა საცალო ქსელი და ზღვაზე გასასვლელიც .
ამ მიზნისთვის 2006 წელს საქართველოში იქმნება კომპანია“ სოკარ ენერჯი“ რომლის დამფუძნებელი გახლდათ თავად აზერბაიჯანის „სახელმწიფო ნავთობის კომპანია“ „სოკარი“ 51% იანი წილით , 24.5% ქართული მხარე, დანარჩენი თურქეთის მოქალაქე ეროვნებით ქურთი , გოზალ აბდულ ბარი, აზერ სუნის მეპატრონე და კასპიის ზღვის ტერმინალების მფლობელი. სწორედ ამ ადამინს ებარა გეჰდარ ალიევისგან ნავთობპროდუქტების თემაც.
კომპანია “ სოკარ ენერჯი“-მ შემდეგ დააფუძნა „სოკარ გაზი“, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, „სოკარ სექურითი“.
„სოკარ ენერჯი“-ს დირექტორად ინიშნება მაჰირ მამედოვი( დავით ზუბიტაშვილის ყოფილი წარმომადგენელი ბაქოში ) ხოლო“ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს და „სოკარ გაზის“- დირექტორად თავად დავით ზუბიტაშვილი.
ამით შეიქმნა დამატებითი საშუამავლო სტრუქტურა აზერბაიჯანის ნავთობის კომპანიის და ქართველი იმპორტიორების შორის.
ამ დამატებითი სტრუქტურების შექმნამ გარდაუვალი გახადა საწვავის გაძვირების აუცილებლობა. ადრე თუ ქართველი იმპორტიორი პირდაპირ ბაქოდან იძენდა საწვავს, ეხლა მათ გაუჩნდათ შუამავალი დიდი მადის მქონე სტრუქტურები რომლებიც თავის თავის შესანახად და განვითარების მიზნით იწყებენ გაძვირების და ნავთობპროდუქტების ბაზრის დაპრყობის პოლიტიკის განხორციალებას.
აზერბაიჯანიდან უკვე ეკრძალებათ ქართველ იმპორტიორებს ჯერ ბენზინის შეძენა პირდაპირი კონტრაქტებით ,ხოლო შემდეგ დიზელის საწვავის და ყველა სხვა ნავთობპროდუქტის. ასეთი მეთოდით დავით ზუბიტაშვილის ორგანიზაციამ ფაქტობრივად იძულებული გახადა ქართველი იმპორტიორები, რომ მათ მხოლოდ მისგან შეეძინათ საწვავი .
დაკვირვება გვაძლევს იმის უფლებას ვივარაუდოთ, რომ სოკარის აბსოლუტურად ყველა ქმედებებში ვლინდება ღრმა ეკონომიკური გათვლილობა რაც სავარაუდათ ეჭვს ბადებს ძლიერი ანალიტიკური სამსახურის არსებობას ამ სტრუქტურებში .
ზემოთ აღნიშნული აგრძალვის შემდეგ „სოკარ“-მა მიიღო გარკვეული შედეგები , მაგალითად შეაჩერა ფუნქციონირება ერთ ერთი მსხვილი იმპორტიორის გურამ ვასაძის ფირმებს რომელსაც ჰქონდა პირდაპირი კონტრაქტი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიასთან, დაპარალიზდა ასევე გაჩერდა ბევრი სხვა იმპორტიორიც ,მაგრამ მაინც , მიუხედავად ამ აკრძალვებისა ბევრი კომპანიები და ქსელების მეპატრონეები თავს არიდებდნენ „სოკარი“-ს გაძვირების პოლიტიკის მხარდაჭერას და ცდილობდნენ ზღვით ეწარმოებინათ გაცილებით ხარისხიანი საწვავის შემოტანა .
ასეთი კომპანიების დამორჩილების მიზნით „სოკარი“ იშველიებს თურქმენეთიდან დაბალფასიანი საწვავის შემოტანას და ქართველ კომპანიებს ულტიმატუმით ელაპარაკება . კომპანიები და მათ შორის ასეთი ძლიერები როგორც იყვნენ „ვისსოლი“, „სენტა“, „მაგნატი“, „ამო“, „გრანტი“ იძულებულნი ხდებიან თავის გადარჩენის მიზნით დასხდნენ სოკართან მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ მიუხედავად მიღწეული გარკვეული შეთანხმებისა სოკარი მაინც იყენებდა სხვა და სხვა ეკონომიურ სქემებს ამ კომპანიების მიმართ.
მაგალითად ცნობილი ფაქტია, რომ ერთი და იგივე შემოტანილ პარტიიდან ზოგიერთ ქართულ კომპანიებს „სოკარი“ აწვდიდა საწვავს დაბალ ფასებში ზოგიერთს კი მაღალ ფასებში, ამ მეთოდის გარდა იყენებდა კიდევ „კონსიგნაცია“-ზე( აქ ვგულისხმობთ საწვავის გაცემას წინასწარი ანგარიშსწორების გარეშე) გაცემული საწვავის ფასების კორექტირებას ზრდის მეთოდსაც, რაც სერიოზული ზიანის მომტანი იყო ქართულ კომპანიებისთვის.
2007 წელს აზრბაიჯანში ელჩად ინიშნება ნიკოლოზ ნათმელაძე სხვათა შორის საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული ადამიანი.რომლის ელჩად ყოფნის პერიოდში სოკარ ენერჯის ქართული მხარე თმობს თავის წილს 24,5% და ამის შემდექ უკვე საქართველოს საზღვრამდე მოტანილ საწვავზე ქრება დისკონტი .
აქ მინდა ავღნიშნო რომ საქართველოს საზღვრამდე დისკონტის გაუქმებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საერთო ფასწარმოქმნაზე ვინაიდან აზერბაიჯანი , აკეთებდა საკმაოდ დიდ „დისკაუნტს“ , „პლატსი“-ს ფასებიდან გამომდინარე. (შეგახსენებთ რომ „პლატსი“ არის ფასი რომელიც დგება გენუის-ლავერას ბირჟების საშუალო კოტირებით და ეს ფასი არის ორიენტირი საწვავის მწარმოებელთათვის და ტრეიდერებისათვის.)
სწორედ 2006 წლამდე აზერბაიჯანიდან შეძენილ საწვავზე იმპორტიორი ( ტრეიდერი) საწვავის შეძენისას მწარმოებლიდან (იგივე „სოკრი“-დან იღებდა“ დისკონტს“(ფასდაკლებას) პლატსის ფასიდან და ეს ფასდაკლება ზოგჯერ 20 %დან 40 % მდე მერყეობდა. შემდეგ ამ დაკლებულ ფასს ემატებოდა გადაზიდვის ღირებულება ,რკინისგზა ყოველ 600 კმ ზე ტრანპორტირების ფასი ერთ ტონაზე განისაზღვრავრებოდა 35 $ ის ოდებობით. მოკლედ ,რომ ვთქვათ აზერბაიჯანიდან საქართველოს საზღვრამდე მოტანილი საწვავაის ფასი განისაზღვრებიდა ( დგებოდა) „პლატს“-ს მინუს (დისკაუნტით) 20$ დოლარიდან ზოგჯერ (დისკაუნტით ) 40$ მდე სხვაობითაც კი.
ახლა რა შეიცვალა „სოკარი“-ს საქართველოში შემოსვლის შემდეგ.
მოიშალა აზერბაიჯანელი მწარმოებლიდან „დისკონტი“-ს ფორმულა და ამის გარდა სოკარმა საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირების ღირებულება ოფშორული კომპანიის მეშვეობით გაზარდა 150 $ მდე.
დადგენილი ფაქტია რომ 2006 წლამდე საწვავის ფასი საზღვრამდე , მოტანილი “პლატს „ მინუსით იყო , 2007 წლიდან კი სოკარმა „პლატს“ პლიუსით მყარად , გრძელვადიანად შეცვალა და დაამკვიდრდა.
ახლა მინდა ავღნიშნო როგორ და რა მიზეზებით ხორციელდებოდა საწვავის გაძვირების პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიაზე .
2008 წელს „სოკარ“-მა შეიძინა „ნუკოილის“ ქსელი , კომპანია რომელიც იყიდებოდა ერთ მილიონ დოლარად სოკარმა კი შეიძინა 9 მილიონ დოლარად , ასევე მოხდა სხვა გასამართი სადგურების რომლის რაოდენობამ 200 ერთეულს გადააჭარბა და ნავთობბზაზების შეძენა გაცილებით ძვირ ფასებში საბაზრო ფასებთან შედარებით , გარდა ამისა ყველა ობიექტის თურქული კომპანიების მიერ ხელახალი ძვირად ღირებული რეკონსტრუქცია და რებრენდინგი განხორციელდა მათ შორის ძალიან ძვირად შეძენილი იქნა საბაზრო ფასებთან შედარებით იაპონური გამშვები სვეტები თავისი მონტაჟით . ამ ფაქტორმა უფრო გააძლიერა სოკარის მიზანი ნავთობპროდუქტების ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით.
2008-2011 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას უკვე აქვს თავისი საცალო ქსელი და ყულევის ტერმინალი რამაც მისცა შესაძლებლობა მას ეწოდოს ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია , მაგრამ ჯერ ისევ ბევრი იმპორტიორი , ცალკეული ქსელები და გასამართი სადგურები სოკარის სურვილს გააძვიროს ნავთობპროდუქტები ეწინააღმდეგებოდნენ ვინაიდან საწვავის გაძვირებას მოჰყვებოდა რეალიზაციის შემცირება რაც ძალიან უარყოფითია ამ ბიზნესისთვის.
იმ დროისათვის საბითუმო და საცალო საწვავის ფასების შორის ფასთა სხვაობა სულ რაღაც 5 დან 10 თეთრამდე იყო . გასამართი სადგური რენტაბელურად ითვლებოდა თუ დღე -ღამეში ყველა პროდუქტის გაყიდული საერთო რაოდენობა იყო მინიმუმ 3 000 ლიტრი. საწვავის გაძვირება და რეალიზაციის შემცირება ბევრ გასამართ სადგურებს მოუტანდა არარენტაბელურ შედეგს.
დამდგარი ფაქტია ის რომ 2011 წელს ჩატარდა სადამსჯელო საფინანსო რეიდები ნავტობპროდუქტების სფეროში ცალკეულ მონაწილე სუბიექტებზე . გაქრა კომპანია „სენტა“თავისი ავტოსაგამართი სადგურებით. ეს ის კომპანიაა რომელიც „სოკარიდან“უხარისხობის გამო ძალიან ცოტა რაოდენობით იძენდა საწვავს და ძირითადად თავად შემოჰქონდა სხვა და სხვა ქვეყნებიდან გაცილებით კარგი ხარისხის საწვავი . სხვათა შორის მათი ავტოგასამართი სადგურების ქსელიც ტექნიკურად ყველაზე კარგად იყო გამართული, თუ გახსოვთ იმ პერიოდში მასმედიაში იბეჭდებდა მასალები ბიზნესმენების ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილის დაკავების შესახებ,ესენი გახლდათ კომპანია „სენტას’ მფლობელები. ქრება ასევე კომპანია „მაგნატი“-ს ქსელიც .
იგივი 2011 წელს საფინანსო პოლიცია თბილისში აპატიმრებს 30-მდე ნავთობბაზების და ბენზოგასამართი სადგურების მეპატრონეებს და მოიჯარეებს მათ შორის შპს „გრანტი“-ს , შპს „ამო“-ს , შ.პ.ს ‘დიდუბე 2009“, შპს “ალგეთი“ ,შპს „რომანოილი“,შპს „არაგვი ბროკერ პეტროლი“-ს , ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს .
ამის შემდეგ მოარული ხმებით დავით კეზერაშვილმა მიისაკუთრა წართმეული გასამართი სადგურების დიდი ნაწილი , უცხოეთში რეგისტრირებული კომანია „სანოილით“ აქ ჩვენთან შეიქმნა კომპანია „გალფი“ და მთლიანად გადართო ეს ქსელი „სოკარი“-ს საწვავის რეალიზაციაზე . ამით დასრულდა სოკარის მიერ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზრის დაპყრობა და დაწესდა სოკარის მხრიდან ფასწარმოქმნის სრული კონტროლი როგორც საქართველოს საზღვრამდე ასევე უკვე საქართველოს ტერიტორიაზე .
ახლა დავაკვირდეთ ფასების პოლიტიკას საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე. დიდი მიხვედრა არ ჭირდება და თვალში საცემია უკვე საკმაო დიფერენცირებული ფასები თავად ბრენდულ გასამართ სადგურებზეც კი. მაგალითად „ვისოლი“, „რომპეტროლი“,„გალფი“, „ლუკოილი“ და „სოკარი’-ს ავტოგასამართ სადგურებზე ფასი გაცილებით მაღალია ვიდრე თუნდაც „პორტალი“-ს და „ეკო პეტროლის“ ავტოგასამართებზე. ეს უკანასკნელნი კი საწვავით სწორედ „სოკარი“-დან მარაგდებიან. ვინ არიან ამ ავტოგასამართი ქსელის მფლობელები ?
იმ მიზნით, რომ “სოკარ”-ს არ შეექმნას მონოპოლისტის იმიჯი , დავით ზუბიტაშვილმა ჩამოაყალიბა კოპპანია სახელწოდებით „ეკო პეტროლი „ სადაც იგი არის 40% წილის მეპატრონე , ასევე თავის თანამშრომელ რევაზ ხუხაშვილს რომელსაც ევალებოდა სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში საწვავის განაწილება აფუძნებინებინებს შვილების შალვა და ნოდარ ხუხაშვილების 100% წილის მფლობელობით კომპანია „პორტალ +“-ს
შესაბამისად გასაგებია რატომ სარგებლობენ ასეთი დაბალი ფასებით პრივილეგირებული პირები.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა რატომ არის, რომ თავად „სოკარი“-ს ავტოგასამართ სადგურებზე ფასები მაღალია და იმ ავტოგასამართებზე რომლებიც სოკარის თანამშრომლების კომპანიებია და „სოკარი“-დან მარაგდებიან ფასი დაბალია? შემოდის თუ არა საქართველოში აღურიცხავი საწვავი და რამდენად მოწმდება დაბალფასიანი საწვავის ხარისხი ყოველი შემოტანის წინ?.
უბრალოდ გვიჩნდება ვარაუდი ამ მხრივ კვლავ ამუშავებულია 90 იანი წლების სქემა. ვგულისხმობ შემდგომს: ადრე როდესაც თავად აზერბაიჯანში საწვავით იტვირთებოდა სარკინიგზო ვაგონები, ხდებოდა მათი გადავსება ,თითოეულ ვაგონში ზედმეტად ისხმებოდა 600- 1000 ლიტრამდე მეტი და საბუთებში შესაბამისად მითითებული იყო ამ რაოდენობით ნაკლები. შესაბამისად საქართველოში შემოსული საწვავი როგორც ადრე და ახლაც ბაჟდება საბუთებისა და ინვოისის შესაბამისად.
არც მაშინ სდებოდა და არც დღეს არავინ იწუხებს თავს საწვავით შემოსული ვაგონ ცისტერნების მოცულობების აღწერაზე ლიტრაჟში და მის კუთრი წონასთან გადაანგარიშებით ( ჰაერის ტემპერატურის გათვალისწინებით) რეალური შემოსული წონის შედარებას, საბუთებში აღნიშნულ რაოდენობებთან.
ახლა მკითხველი ან დაინტერესებული პირი თუ იფიქრებს, რომ თითოეულ ვაგონზე 600 დან 1000 ლიტრამდე რაოდენობა არაფერია – ძალიან ცდება. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს თვიურ მოხმარებას რომელიც ასი ათასი ტონობითაა , შესაბამისად აღურიცხავი საწვავის სოლიდური მოცულობა გროვდება. ან ეს არის ეკოლოგიურად მიუღებელი ნორმებიდან გამომდინარე საწვავი . შესაბამისად ლოგიკურად პასუხი გაცემულია რატომაა დაბალი ფასები . შესაძლებელია ხდება ამ აღურიცხავი საწვავის დამატება ეგრეთ წოდებულ „პრავად“ შეძენილ მოცულობებზე . რა თქმა უნდა არსებობს ამ აღურიცხავი საწვავის 30%მდე დაბალი ფასით გაყიდვის მექანიზმებიც, თუ ხელისუფასლს დააინტერესებს შეუძლია ადვილად გაშიფროს ეს სქემა. ამაზე ამ ეტაპზე აქ არ ვისაუბრებთ. საწვავის თემაში მყოფი პროფესიონალი ვინც ამ სტატიას კითხულობს და 30% მდე ფასდაკლება ყურში ცუდად მოესმება ,მიხვდება რომ ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი ამ შემთხვევაში შორს არ წასულა.
გარდა ზემოთ ნახსენები გასამართი ქსელებისა , სოკარმა იმ მიზნით ,რომ არ დარქმეოდა მას მონოპოლისტის სახელი ძირითადი აქცენტი გააკეთა ვაზიანიის დასახლებაში მდებარე ეგრეთ წოდებულ მერაბი გიორგაძის (მერაბი ახალსოფლელის) ნავთობბაზაზე , საიდანაც სოკარის მიერ მოწოდებული საწვავი უკვე სხვა და სხვა ფირმის სახელით ნაწილდება სხვა გასამართ სადგურებზეც.
რა სარგებელი ნახა საქართველომ სოკარის შემოყვანით წინა ხელისუფლების დროს? – ის რომ გაუქმდა დისკონტი , ხელში ჩაიგდო ტრანსპორტირება „სოკარ“-მა ოფშორული კომპანიების მეშვეობით და გააძვირა საწვავი საქართველოს საზღვრამდე , მთლიანად დაიპყრო სქართველოს ბაზარი და კარნახობს ყველა ამ ბიზნესში მონაწილესთვის თავის თამაშის წესებს , შეუქმნა ფონი „ლუკოილ“-საც, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იმყოფება სტრუქტურულად. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს , აზერბაიჯანის და თურქეთის ლუკოილის წარმომადგენლობები გაერთიანებულნი არიან ერთიანი სტრუქტურული დაქვემდებარებით და იმართებიან აზერბაიჯანიდან . რამოდენიმე წლის წინ საქართველოს ლუკოილის ხელმძღვანელად დანიშნა აზერბაიჯანმა გოშკარ მამედოვი რომელიც იყო თურქეთის ლუკოილის დირექტორის მოადგილე. ხოლო ძირითადი ლუკოილის ხელმძღვანელი და მეპატრონე არის ბაქოელი აზერბაიჯანელი ვაგიფ ალეკპეროვი . ( თუმცა ეს უკანასკნელი ამ რამოდენიმე დღის წინ გადადგა)
ყურდსაღები და საინტერესოა ის ფაქტიც ,რომ „სოკარი“-ს საქართველოში შემოსვლის შემდეგ საერთოდ მოიშალა საქსტანდარტის ფუნქციები ავტო გასამართი სადგურების ტექნიკური რეგულირების კუთხით და გასაკვირიცაა ,რომ იმდროინდელი საქსტანდარტის ხელმძღვანელი 2008 წლიდან ინიშნება დავით ზუბიტაშვილის თანაშემწედ მაღალ ხელფასიანი ანაზღაურებით. მთავრობის საყურადღებოდ ვიტყოდი ბოლოს როდის შემოწმდა ავგტოგასამართის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები,თუნდაც ერთ საკითხზე აქვთ თუ არა ავტოგასამართ სადგურების ავზებს „დამიწება“ ?
აი ეს არის ის ფაქტები რომლის წინაშე დაგვაყენა დღეს სოკარის პოლიტიკამ . თუ რამდენად მართალია ეს ყოველივე ზემოთაღნიშნული ამის გადმოწმება მთავრობისათვის დიდ სირთულეს ნამდვილად არ წამოადგენს.
გამომდინარე იქედან, რომ მაღალი ფასები საწვავზე,პირდაპირ და ირიბად მოქმედებს პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებსა და მომსახურეობაზე,მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებლებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერ ამაში კომპანია „სოკარს “ საზღვრამდე საწვავზე ფასწარმოქმნის მექანიზმებითა და ტრანსპპორტირებაზე ფასნამატი სქემებით და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე მოგების ნახვის მიზნით არც თუ ისე „მოკრძალებული“ წვლილი შეაქვს ჩვენს ეკონომიკაში.
ახლა ვთქვათ სიმართლე, ეს მთავრობა მოვიდა 2012 წელს და ეს სქემა უკვე დალაგებული დახვდათ,პირდაპირ ვიტყვი რომ ამ სქემის დაშლა მათთვის ძალიან რთულია ანუ ვსაუბრობ ნავთოპროდუქტების ფასწარმოქნის საკითხზე. ახლახანს მივლინებული იყო ეკონომიკის სამინისტროს მხრდან წარმომადგენელი აზრბაიჯანში საწვავის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით – მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს, პირიქით ფასები აწეულია.
ყოველივე ზემოთხსენებულს ჩვენ ქვეყნის სიყვარული და მოსახლეობის გაჭირვებული მდგომარეობა გვალაპარაკებს. პირადად მე ხელისუფლებას იმ საკითხში, რომ საწვავის ფასი მაღალია დიდად არ ვადანაშაულებ ვფიქრობ ყოველივე ზემოთაღნიშნული მათი მონაწილეობის გარეშე ხდება , ამიტომ კარგი იქნება თუ დაინტერესდებოდა აღნიშნული საკითხებით.
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ამ სტატიის მიზანი მასში მოყვანილი ფაქტებით არ წარმოედგენს რაიმე სიძულვილი შეუქმნა მოსახლეობას „სოკარი“-ს ხელმძღვანელების მაჰირ მამმადოვის და დავით ზუბიტაშვილის მიმართ. მოდით ვიყოთ საღი მოაზროვნეები. „სოკარი“ მოქმედებს თავის ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის შეეცდება მაქსიმალური მოგება ნახოს თავისი პროდუქციის რეალიზაციაში . როგორც მაჰირ მამმადოვი ასევე დავით ზუბიტაშვილი და სხვა მუშაკები არიან სოკარის მიერ დაქირავებული თანამშრომლები შესაბამისად ატარებენ იმ პოლიტიკას რაც დაგეგმილია მეპატრონეების მხრიდან .
სამწუხაროდ ჩვენი მთავრობის სათანადო სტრუქტურების მხრიდან გარდა იმისა, რომ ინფორმაციას გვაწვდიან ნავთობსა და ევროპის ქვეყნებში საწვავის გაძვირების თაობაზე, მხოლოდ ამით ამართლებენ საქართველოში მაღალ ფასებს ,სხვა არანაირ ქმედით ღონისძიებებს არ თუ ვერ ახორციელებენ .
თუნდაც ის ფაქტი, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ომი გვაძლევს დროებითი ღონისძიებების გატარების უფლებას . სახეზეა სრული უმოქმედება .
უმოქმედებას სავარუდოთ აქვს შემდეგი ახსნა: უცოდინარობა , პირადი ინტერესი და ზეწოლის ქვეშ ყოფნა . ამ შემთხვევაში პირადი ინტერესი, რომ გამოვრიცხოთ და უცოდინარობა განვიხილოთ იმ კუთხით ,რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სათანადო სტრუქტურა რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დარგის პროფესიონალებით , გვრჩება ზეწოლა. ზეწოლის ფაქტი აშკარაა როგორც აზერბაიჯანის მხრიდან ასევე კონსორციუმის წევრ ქვეყნებიდან.
აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს კომპანია „გალფი“-ს შექმნა რამაც მოუტანა „სოკარი“-ს და „გალფი“-ს მეპატრონეებს კონკურენტების მოშორება და ბაზარზე სრული კონტროლის დამყარება არ მომხდარა საფინანსო პოლიციის და პროკურატურის დახმარების გარეშე. აშკარაა ის ფაქტიც რომ პროკურატურის მხრიდან დღესაც ამ დარგის ობიექტების მიმართ გრძელდება იგივე პოლიტიკა.
მიუხედავათ იმისა რომ 2015 წელს სამართლიანობის აღდგენის მიზნით პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელი მოეწერა განკარგულება №1044 რომელშიც კონკრეტულად არის მითითებული რომ დაზარალებულად ცნობილ პირებს დაუბრუნონ ქონება სიმბოლურ ფასად 1 ლარად. არც ერთ ნავთობპროდუქტების დარგის ობიექტს არ შეახო პროკურატურამ აღნიშნული განკარგულება. მოგიყვანთ ერთ კონკრეტულ მაგალითს რაზეც გაგვაჩნია დოკუმენტები.
2011 წელს შპს „არაგვი ბროკერ პეტროლის“ გასამართი სადგურის დამფუძნებელი გიორგი ხუროშვილი დააპატიმრეს და ჩამოართვეს აღნიშნული ქონება . 2017 წელს ხელახალი გამოძიების შედეგად გიორგი ხუროშვილი ცნობილი იქნა დაზარალებულად და პროკურატურამ საჯაროდ გამოაცხადა როგორც პროკურატურის საიტზე ასევე პრესით და ტელევიზიით გიორგი ხუროშვილის სრული უდანაშაულობის ფაქტი. მიუხედავად იმისა რომ ქონება არ არის გასხვისებული, იმყოფება სახელმწიფოს ბალანსზე , მეპატრონე არის დაზარალებულად ცნობილი , პროკურატურა დღემდეს არ უბრუნებს წართმეულ ქონებას , უფრო მეტიც ქონებაზე რომ არ ვილაპარკოთ დადგენილებასაც არ აძლევენ დაზარალებულად ცნობის შესახებ. წარმოიდგინეთ რა დონეზე არის „ვეტო“ დადებული ამ დარგზე , რომ ადამიანს ქაღალდსაც არ აძლევენ და პრემიერის განკარგულებას არაფრად არ მიიჩნევენ. (ეს ერთი ფაქტი მოვიყვანეთ სხვა ასეთებიც არის)
აი ეს არის დღევანდელი რეალობა . რეალობა რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა მიჰყავს კატასტროფამდე იქედან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის მხრიდან მოხდა შუამავალი სტრუქტურების „სოკარ ენერჯი“, „სოკარ გაზი“ , „სოკარ სექურიტი“ , „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ შექმნა რამაც გამოიწვია ქართველი იმპორტიორების მოსპობა, დისკაუნტის გაუქმება და საქართველოს საზღვრამდე ოფშორული კომპანიის მეშვეობით ტრანსპორტირებაზე გაზრდილი ტარიფით საწვავის გაძვირება, სახელმწიფო სტრუქტურების სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ნავტობპროდუქტი“ და „საქსტანდარტი“-ს მოსპობა და გაუქმება , პროკურატურის მეშვეობით ქართველი ბიზნესმენებისთვის ქონებების ჩამორთმევა და საწვავის ბაზარზე მონოპოლისტური სისტემის შექმნა , საქართველოს მთავრობაზე კონსორციუმის მონაწილე ქვეყნების მეშვეობით აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლა , რაც გამოიხატება როგორც ჩანს ამ დარგის საკითხებში ჩარევის აგრძალვაში და ბოლოს პროკურატურის სრული მხარდაჭერა წართმეული ავტოგასამართი სადგურების არ დაბრუნებაში რაც ეხმარება სოკარს და გალფს არ შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო საქართველოს ნავტობპროდუქტების ბაზარზე რათა არ მოხდეს ქვეყანაში დაბალფასიანი და ხარისხიანი საწვავის შემოტანა .
არის თუ არა გამოსავალი იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ძვირიანი საწვავის პრობლემის საკითხი. დაბრუნდეს რეალური კონკურენციული გარემო იმპორტიორებს შორის და დამთავრდეს კარტელური გარიგებები გასაყიდ ფასებზე?
რა თქმა უნდა, არის გამოსავალი. ჩვენ გვაქვს პროექტი სქემა თუ რა არის გასაკეთებელი ამ კუთხით. ახლა თუ ვინმე ფიქრობს , რომ ამ რეცეპტს აქ ღიად დავდებთ ეგ არ მოხდება.
სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ჩვენს პრემიერს იმპორტიორებთან საწვავის ფასის დაწევასთან დაკავშირებით თხოვნები და მუდარა არ უნდა უწევდეს.
იმას ვისაც აინტერესებს, აწუხებს და ხელეწიფება მოაგვაროს საწვავის მაღალ ფასებთან დაკავშირებული საკითხები ისე ,რომ კმაყoფილი იყოს ბიუჯეტიც ამ სექტროიდან საგადასახად შემოსავლებით, იმპორტიორებიც გაყიდვებით და მთავარი , მოსახლეობა შედარებით დაბალი ფასებით უზრუნველყოფილი გვყავდეს , სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მიგვიწვიოთ შეხვედრის მაგიდასთან და გაგაცნობთ ჩვენს ხედვას ამ საკხთან დაკავშირებით.“

