თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.